ბლოგი

ტყიბულობა

2024-08-24 00:00 ქალაქი
ტყიბულქალაქობა და მეშახტის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „საქნახშირის“ ორგანიზებით, დილიდან გასართობი ღონისძიებები, წარმოდგენები და გამოფენები მიმდინარეობდა.

მოეწყო საბავშვო სივრცეები, ხილისა და ყვავილების კუთხეები, ტყიბულელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.

ტყიბულის ტურისტული ლოკაციების დათვალიერება შესაძლებელი იყო ვირტუალური რეალობის სათვალით.

ახალგაზრდებს დახვდათ ციფრული თამაშების კუთხე. საზეიმო განწყობას ქმნიდა ქუჩის თეატრი.
ღონისძიებაზე ტყიბულის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.

შედგა ტყიბულის ახალი ჰიმნის კლიპის პრეზენტაცია. ჰიმნი უცხოეთში მოღვაწე წარმატებულმა ტყიბულელმა სოპრანომ, მარია კუბლაშვილმა შეასრულა.